დავით მაღრაძე

ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი მუშაობის 32-წლიანი გამოცდილებით. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო ხაშურის რაიონულ პოლიკლინიკაში ექიმ-პედიატრად, შემდეგ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში გაიარა სპეციალიზაცია და ორდინატურა ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში.
1991 წლიდან დღემდე მუშაობს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმ ოტო-რინო-ლარინგოლოგად.
მოწვეული ექიმი იყო სხვადასხვა კლინიკებში: „მედექსი“, „მედ-ელიტი“, სადაზღვევო კომპანია „ბისიაი ალდაგის“ კლინიკა „ჩემები“, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“ და „Family Clinic”.                            ამჟამად არის, კლინიკა „მედიქალ ჰაუსის“,  ,,დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის”, „Jo Ann“ კარდიო-ქირურგიული კლინიკის და ,,ჯაფარიძე-ქევანიშვილის ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული კლინიკის“ მოწვეული ოტო-რინო-ლარინგოლოგი.

ka_GEქართული