მედ-პერსონალი

სტომატოლოგია

მედეა გორგოძე

ექიმი თერაპევტ-სტომატოლოგი 34-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 1978-1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ინტერნატურაში თერაპიული სტომატოლოგიის განხრით. 1984 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში – გამსვლელ ექიმ-სტომატოლოგად;                                                                                                                      1985-2001წწ. მუშაობდა თბილისის მე-12 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში;          2001-2008წწ. იყო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტ „გეორგიაში“ – თერაპიულ სტომატოლოგიურ კათედრაზე პედაგოგ-ასისტენტი;                                                      2001-2012წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თერაპიული სტომატოლოგიური კათედრის პედაგოგ-ასისტენტი;                                                        2010-2013წწ. მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის სტომატოლოგიურ კლინიკაში;                                                                                                                                    2012-2020წწ. იყო კლინიკა „ნეო დენტის“ – თერაპევტ-სტომატოლოგი.

ნინო ზაუტაშვილი

ექიმი-სტომატოლოგი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. გაიარა რეზიდენტურა “სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსი”- ს აკადემიაში – თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით. პარალელურად მუშაობდა თერაპევტ-სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.                                                                                      2018 წელს მიიღო სუბსპეციალობის ლიცენზია – პირის ღრუს ქირურგიაში;                      2018 წლიდან დღემდე მუშაობს  სტომატოლოგიურ კლინიკა – “დენტალისი”- ში ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგად;                                                       2018-2019 წწ. გახლავთ ორი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი ჟურნალებში: “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” და “თსსუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებული”. აქტიურადაა ჩართული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში. მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

თამარ გაბესკირია

ექიმი-სტომატოლოგი 27  წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 1986-1991 წწ. ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა – თერაპიულ სტომატოლოგიაში გაიარა.                                              1993-1996 წწ. მუშაობდა ზუგდიდის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში თერაპევტ-სტომატოლოგად;                                                                                                        1997-1998 წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო სტომატოლოგიური პოლიკლინიკის თერაპევტ-სტომატოლოგი;
1998 წლიდან იყო თბილისის კერძო სადღეღამისო სტომატოლოგიური კლინიკის თერაპევტ-სტომატოლოგი;
2004-2016 წწ. მუშაობდა თბილისის სადღეღამისო სტომატოლოგიური კლინიკა „ნეოდენტში“ თერაპევტ-სტომატოლოგად.
2016 წლიდან სადღეღამისო სტომატოლოგიური კლინიკა „არიას“ თერაპევტ-სტომატოლოგია.
2018 წლიდან დღემდე მუშაობს თელავის სტომატოლოგიურ კლინიკა „vip”-ის თერაპევტ-სტომატოლოგად.

კახაბერ ოტიაშვილი

ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგი, ქირურგი-სტომატოლოგი, იმპლანტოლოგი.

2001 წელს დაამთავრა გიმნაზია ბირებახში (გერმანია), 2001-2006 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. 2006-2008 წწ. რეზიდენტურა გაიარა კლინიკა ,,როიალ დენტში“.
2008-2017 წწ. მუშაობა დაიწყო სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელ ,,დენსში“.
2008 წლიდან დღემდე მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკა ,,დენსი პლიუსში“.
2018 წლიდან დღემდე არის სტომატოლოგიური კლინიკა ,,სმაილ დენტის“ ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგი.
2019 წლიდან დღემდე არის სტომატოლოგიური კლინიკა ,,ენამელის“ ორთოპედ-სტომატოლოგი.
რეგულარულად მონაწილეობს ორთოპედ-იმპლანტოლოგთა კონფერენციებში როგორც
უცხოეთში: უნგრეთში, უკრაინაში, ესპანეთში, ისე საქართველოში.

მაია ხაბაზიშვილი

1993-1998 წწ. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსტეტის ბიოქიმიური ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2003-2008 წწ. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში.                                                                                                      2010 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა ,,მასტერ-დენტში”;
2013 წლიდან დღემდე მუშაობს თერაპევტ-სტომატოლოგად და ქირურგი სტომატოლოგად, კლინიკაში ,,ასტერდენტი”.
2019-2020 წწ. მუშაობდა კლინიკაში „ინოვა“ თერაპევტ-სტომატოლოგად და ქირურგი სტომატოლოგად;                                                                                      2020 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა ,,ბიომედში”.

გვანცა ბარაქაძე

ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი.                                                                                                                            2017-2018წწ. იყო კლინიკა ,,დენსის“ რეზიდენტი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში;  2011 წელს მუშაობდა BTA ბანკის გარე გაყიდვების აგენტად;                                        2012 წელს კლინიკა ,,K end K“-ში იყო თერაპევტის ასისტენტი;                                    2012 წელს მუშაობდა კლინიკა ,,დენსის“ ექიმი თერაპევტ-სტომატოლოგისა და ორთოპედ-სტომატოლოგის ასისტენტად;                                                                          2013 წელს იყო კლინიკა ,,Medihelp“-ში და ,,Cidmedi“-ში ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგის, ქიურუგი-სტომატოლოგის და თერაპევტ-სტომატოლოგის ასისტენტი;                                                                                                                                2015-2016წწ. მუშაობდა ექიმი-ორთოპედის ასისტენტად სტომატოლოიურ კლინიკა ,,დენსში“;                                                                                                                                      2016-2019წწ. ქოლ ცენტრის ოპერატორი იყო შპს ,,CMX Solutions“-ში;                      2019 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა ,,მეიჯერელ საქართველოში“ ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგის პოზიციაზე.

თამარ ხოდონაშვილი

ექიმი ორთოდონტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა რეზიდენტურაში. დაცული აქვს დისერტაცია, თემაზე: ,,ზეკომპლექსური კბილების მკურნალობა.“
2011 წლიდან მუშაობს კლინიკა ,,გამა დენტში“ ორთოდონტად;                    2013 წლიდან დღემდე მუშაობს ,,კიკნაძის სტომატოლოგიურ  ცენტრსა“ და ,,სტომატოლოგიური მომსახურების ჯგუფ საქართველოში.“                                2015 წლიდან არის ,,სითი დენტის“ ექიმი ორთოდონტი;

მარი ბუიღლიშვილი

ექიმი-სტომატოლოგი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  რეზიდენტურა გაიარა თერაპიულ სტომატოლოგიაში. თერაპიული პაროდონტოლოგიის  კურსი კი ,,Albius Dental Academy“-ში.                                          2019-2020 წწ. ,,Georgian Association of Periodontology’’-სა  და ,,Albius Perioschool”-ში გაიარა თერაპიული პროდუქტოლოგიისა და თერაპიული პაროდონტოლოგიის კურსი;                              2019 წლიდან დღემდე მუშაობს  ,,Smile Care“-ში  თერაპევტ-სტომატოლოგად, პაროდონტოლოგად და ქირურგ-სტომატოლოგად;                                                                                                                          2018-2020 წწ. იყო ,,Maria Chelidze’s Dental Center“-ის თერაპევტ-სტომატოლოგი და პაროდონტოლოგი, პარალელურად მუშაობდა ,,Lieder Dental International“- ის თერაპევტ-სტომატოლოგად;                                                                                                                                                2017-2020 წწ. იყო ,,Albius Dental Center“-ის პაროდონტოლოგის ასისტენტი;                                      2017-2020 წწ. გაიარა პრაქტიკული კურსები და სემინარები:                                                              Myroslav Solonko – ონლაინ სემინარები თერაპიულ და ქირურგიულ პაროდონტოლოიაში;          რუსტამ აგაზდა – ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში;                                                                              რომი საპიენცას უნივერსიტეტი. AIPS CLUB – პაროდონტის დაავადებების არა-ქირურგიული მკურნალობა;                                                                                                                                პაროდონტოლოგია ორთოდონტიის და ორთოპედიის მიჯნაზე – რთული კლინიკური შემთხვევების მკურნალობის ოპტიმალური გზები;                                                                    საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 საერთაშორისო კონგრესი –  ,,ქირურგიული პაროდონტოლოგია 2020“.

ოჯახის ექიმი

ნანა აბჟანდაძე

ექიმი თერაპევტი, ექიმი ალერგოლოგი და ექიმი პულმონოლოგი 30 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივანოვოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა, ხოლო მოგვიანებით კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
1992 წლიდან მუშაობდა ფიფიას სახელობის N2 კლინიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი მე-17 პოლიკლინიკაში ექიმად;
1992-1996 წწ. მუშაობდა თერაპიის ინსტიტუტის გულშიდა და ფუნქციური მეთოდებით კვლევის განყოფილებაში ექიმ-ლაბორანტად, პარალულურად, რკინიგზის N2 საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ბლოკის ექიმად;
2008-2013 წწ. მუშაობდა გარდაბნის საავადმყოფოში;
2013 წლიდან დღემდე მუშაობს გერმანულ ჰოსპიტალში;                                                                    2015 წლიდან დღემდე არის  წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის
მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ექიმი;                                                                                            2017 წლიდან დღემდე მუშაობს შპს ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავის“ მორიგე ექიმად.

თერაპია-კარდიოლოგია

ქეთევან ჩაგუნავა

ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. კვლევის ფუნქციური მეთოდების კაბინეტის ხელმძღვანელი; არაინვაზიური კარდიოლოგიის სპეციალისტი – კვლევის ფუნქციური მეთოდები: 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი, 24 საათიანი არტერიული წნევის მონიტორინგი, ეკგ დატვირთვის ტესტი, გულის ულტრასონოგრაფია, არაკარდიოლოგიური ოპერაციებისთვის პაციენტების პრეოპერაციული მომზადება. არის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის კარდიოლოგიის მიმართულების ლოკალური ხელმძღვანელი; 50 სამეცნიერო სტატიის ავტორი;
საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის; საქართველოს ათეროსკლეროზის საზოგადოების; საქართველოს გერონტოლოგიის საზოგადოების; ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის; ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის; ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ჰიპერტენზიის საბჭოს; ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ინსულტის საბჭოს წევრი.

პედიატრია

ნინო გამყრელიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტის
დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჩვილ ბავშვთა სახლში პედიატრად. 1992-1993 წწ. იყო ი.რაფავას სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.  მუშაობდა კლინიკებში: ,,ნეოკლინიკა“, ,,ციტომედი“, ,,კლინიკა ვაკე“, თბილისის მე-16 პოლიკლინიკაში და  საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში
პედიატრად. 2017 წლიდან დღემდე აკადემიკოს ქეთი ნემსაძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ,,გლობალმედის“ პედიატრია.

ოლღა თევზაძე

პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.                                                                      2001–2002წწ. მუშაობდა სსიპ    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციის განყოფილებაში.    2002–2003წწ. მუშაობდა ნ.ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაცის განყოფილებაში.                                          2009-2020 წწ. მუშაობდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ურონეფროლოგიის დეპარტამენტში ექიმი პედიატრის პოზიციაზე.                                                                                    2019 წლიდან დღემდე არის ბავშვთა ქირურგიის ცენტრ ,,KidCo.“-ს ექიმი პედიატრი.

ნევროლოგ-ფსიქიატრია

მარიამ ორჯონიკიძე

ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი 32-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
1986-1992 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.                                                                                                                                            1988-2001 წწ. მუშაობა დაიწყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიული სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ ნევროლოგად;
2001-2005 წწ. მუშაობდა ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოთერაპიული განყოფილების გამგედ, ხოლო 2005-2011 წწ. ამავე ინსტიტუტის  ნევროლოგიის დეპარტამენტის გამგედ;                                                                      2011-2014 წწ. იყო თერაპიული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნევროლოგი;
2014 წლიდან დღემდე მუშაობს ,,შენი კლინიკის“, დიაბეტის ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებათა კვლევის ცენტრის და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტში – ნევროლოგად;
2016 წლიდან დღემდე არის თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

თეა შენგელია

ექიმი პედიატრი, ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი 19-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ 2001 წელს მუშაობა დაიწყო ჩხოროწყუს რაიონულ ამბულატორიაში.
2005-2009 წწ. იყო ოჯახის ექიმი ხულოს დედათა და ბავშვთა ცენტრში;
2009-2011 წწ. მუშაობდა ,,ავერსის კლინიკაში“ ოჯახის ექიმი-პედიატრად;
2014-2018 წწ. იყო პედიატრიული განყოფილების მორიგე ნევროლოგი ,,ამლეტ
ჰოსპიტალი“ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში;
2014 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკაში ,,ვივამედი“ კლინიკური ნეიროფიზიოლოგის პოზიციაზე;
2016 წლიდან დღემდე არის ,,თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ ბავშვთა ნევროლოგი;
2017 წლიდან დღემდე ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის
სპეციალისტია ,,მედიქლაბ ჯორჯიაში“;
2017 წლიდან დღემდე არის დისტანციური ეეგ ინტერპრეტატორი;
2018 წლიდან დღემდე არის ,,ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში“ პედიატრიული განყოფილების მორიგე ნევროლოგი;
2018 წლიდან დღემდე არის ,,ნიუ ჰოსპიტალის“ პედიატრიული განყოფილების მორიგე ნევროლოგი.

ნაირა ხეჩუმაშვილი

ფიზიოთერაპევტი

2004-2008 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს საერო-საშუალო სკოლა ,,ლომისში“ ფიზიკური აღზრდის (სპორტი და სპორტული ცეკვები)
სპეციალისტად;
2011-2012წწ. მუშაობდა თურქეთის სასწავლო-სამედიცინო დაწესებულებაში – ფიზიოთერაპევტად;
2016-2020 წწ. იყო გლდანის საცურაო აუზსა და არამიანცის კლინიკაში ექიმი მასაჟისტი.

მარიამ ჯიშკარიანი

ფსიქიატრი , მედიცინის დოქტორი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 1983-1989 წწ. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1989-1990 წწ. მ. ასათიანის ფსიქიატრიულ კვლევით ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა ფსიქიატრიაში. არის სერთიფიცირებული ფსიქიატრი.                1999 წლიდან დღემდე არის ძალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსარეაბილიტაციო საერთაშორისო ცენტრი ,,ემპათიას“ ხელმძღვანელი;
2001 წლიდან დღემდე უცხოელ პარტნიორებთან ერთად ატარებს ტრენინგებსა და უძღვება საგანმანათლებლო პროგრამებს პენიტენციური სისტემის ექიმებისთვის, ადვოკატების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის, ფსიქიატრთა და ფსიქოლოგებისთვის, სასამართლო ექსპერტებისთვის, პოლიციელთათვის, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის წარმომადგენელთათვის;                                                                                                              2009-2014 წწ. იყო სახალხო დამცველის აპარატის წევრი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი;
2010 წლიდან დღემდე არის თსსუ-ს ლექტორი სამედიცინო ფსიქიატრიაში ქართულ და ინგლისურ ენებზე;
2013-2015 წწ. იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ტრენინგ ცენტრში ტრენერ-ექსპერტი;
2013-2019 წწ. ნიუ იორკში იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი/ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი გაეროს სტამბოლოს პროტოკოლის განხორციელების საკითხში ცენტრალური აზიის პროექტში.

კახაბერ მიქაძე

ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. დაამთავარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, ფილოსოფიისა და ფსქიოლოგიის ფაკულტეტი.                                                                                                                                  1995-1997 წწ. მუშაობდა მკვლევარად და მონაწილებას იღებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის ცენტრში, სხვადასხვა სოციოლოგიურ კვლევებში, ასრულებდა საველე სამუშაოებს და ამუშავებდა პირველად მონაცემებს;                                                      1997-2001 წწ. იყო სოციოლოგიური, მარკეტინგისა და ფსიქოლოგიური კვლევის ცენტრის ,,LOGOS’’ მკვლევარი, სადაც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სოციოლოგიურ კვლევებში, ასრულებდა საველე სამუშაოებს, ამუშავებდა პირვალდ მონაცემებს და აკეთებდა სასწავლო ანალიზს;                                      2001-2003 წწ. მუშაობდა First Step Georgia-ში, სოციალურ მუშაკად;                                                            2004 წლიდან დღემდე მუშაობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში „ემპათია“, უფროსი ფსიქოლოგი / ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე;                                                                                                    2009-2014 წწ. მუშაობდა NPM-ში (წამების საწინააღმდეგო ეროვნული პრევენციული მექანიზმი, არსებული სახალხო დამცველის აპარატთან) ექსპერტი ფსიქოლოგად.
თანაავტორია, ”სტოკჰოლმის სინდრომის ფენომენი საქართველოში ომით დაზარალებულ
მოსახლეობაში”, წარმოდგენილია XXXV საერთაშორისო კონგრესზე სამართალსა და
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ჩარლზის უნივერსიტეტი, პრაღა, 2017 წლის 9–14 ივლისი.

ნათია ამაშუკელი

ექიმი ნევროლოგი

1996-1999 წწ. დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სასწავლო სკოლა“აიეტის“ სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო 1999-2003 წწ. პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია – მკურნალი ექიმის კვალიფიკაციით.
2007-2012 წწ. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომისშემდგომი სამედიცინო და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი (ნებადართული სპეციალობა ნევროლოგია);
2015 -2016 წწ. იყო სამედიცინო ცენტრში „მედიქლაბ ჯორჯია“ სტაჟორი
ნევროლოგიის განხრით;
2016 წლიდან დღემდე არის სამედიცინო ცენტრის “ვივა-მედის“ ნევროლოგი;
2018-2019 წწ. მუშაობდა სამედიცინო ცენტრში „კავკასიის მედიცინის ცენტრი“-მორიგე ნევროლოგად;
2019 წლიდან დღემდე არის სამედიცინო ცენტრის „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკური“ ნევროლოგი.

გინეკოლოგია

მაია დოლიძე

ექიმი-გინეკოლოგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი, 26
სამედიცინო შრომის ავტორი და თანაავტორი. 
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. აქვს მეან-გენეკოლოგის ლიცენზია.
1999-2018 წწ. მუშაობდა ,,თბილისის ექსპერიმენტულ სამშობიარო სახლში“ ექიმ-
გინეკოლოგად.
1995-2004 წწ. თბილისის სახელმწიფო აკადემიაში იყო ექიმი გინეკოლოგი.
2004 წელს იყო თბილისის სამედიცინო აკადემიაში იყო, მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი.
2006-2018 წწ. იყო პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ასისტენტ-პროფესორი.
2015-2020 წწ. მუშაობდა  შპს ,,აქსა მედიქალში“ მეან-გენეკოლოგად.

ნატო შენგელია

ექიმი მეან-გინეკოლოგი 18-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 1992 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 2000-2002 წწ. გაიარა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის №1 სამედიცინო აკადემიის ბაზაზე მეანობა-გენეკოლოგიაში ორდინატურის სრული კურსი.
2002-2011 წწ. მუშაობა  დაიწყო სამტრედიის სამშობიარო სახლში ექიმ მეან-გინეკოლოგად;
2011-2014 წწ. იყო ,,ჯეო ჰოსპიტალის“ მეან-გინეკოლოგი, ასევე მონაწილეობდა ლაპორასკოპიულ ოპერაციებში;
2013-2015 წწ. იყო მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრში მორიგე გინეკოლოგი;
2016-2018 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰერაში“ იყო რეპროდუქტოლოგი;
2015-2020 წწ. იყო ,,მეიკომის“ ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2014 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკაში ,,მედეა“ ექიმ მეან-გინეკოლოგად;
2014 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკაში ,,ბაიები“ ექიმ მეან-გინეკოლოგად, ორსულთა პატრონაჟით.

ოტო-რინო-ლარინგოლოგია

დავით მაღრაძე

ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი მუშაობის 32-წლიანი გამოცდილებით. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო ხაშურის რაიონულ პოლიკლინიკაში ექიმ-პედიატრად, შემდეგ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში გაიარა სპეციალიზაცია და ორდინატურა ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში.
1991 წლიდან დღემდე მუშაობს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმ ოტო-რინო-ლარინგოლოგად.
მოწვეული ექიმი იყო სხვადასხვა კლინიკებში: „მედექსი“, „მედ-ელიტი“, სადაზღვევო კომპანია „ბისიაი ალდაგის“ კლინიკა „ჩემები“, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“ და „Family Clinic”.                            ამჟამად არის, კლინიკა „მედიქალ ჰაუსის“,  ,,დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის”, „Jo Ann“ კარდიო-ქირურგიული კლინიკის და ,,ჯაფარიძე-ქევანიშვილის ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული კლინიკის“ მოწვეული ოტო-რინო-ლარინგოლოგი.

ნუნუ ხორავა

ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ორდინატურის კურსი როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა, ხოლო სტაჟირება 2010 წელს მიუნჰენში (გერმანია), ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოგადი ქირურგიის სპეციალობით.                                                                                                                                2012-2013 წწ. მუშაობდა სამედიცინო სადაზღვევო ჯგუფში ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ ზარალების მართვის დეპარტამენტის ოფიცერად;
2014-2016 წწ. ქ.როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული „სემაშკოს“ სახელობის #1 საავადმყოფოში იყო კლინიკური ორდინატორი;
2017 წლიდან დღემდე მუშაობს ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო  კლინიკაში – ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში ექიმ ოტო-რინო-ლარინგოლოგად.

ეკა თოფურიძე

ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი

1989-1996 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პედიატრიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ინტერნატურა თბილისის ს.ხეჩინაშვილის სახელობის მე-9 კლინიკურ საავადმყოფოში გაიარა.                                                                                                                                              1998-2002 წწ. მუშაობდა ბოლნისის რაიონის ამბულატორიაში;
2002-2004 წწ. იყო დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ინტერმედის“ ექიმი;
2003-2006 წწ. მუშაობდა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ნაუტილიუსში“ ექიმად;
2012 წელს იყო საგზაო პოლიკლინიკა ,,საოჯახო მედიცინის ცენრტის“ ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი;
2012 წელს იყო ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი;
2012 წლიდან დღემდე არის წმინდა მიქაელ მთვარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკის ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი.

ოფთალმოლოგია

კიწი კალმახელიძე

                                ოფთალმოლოგი 17-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.                                                                                                                                                                                                      თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის
დასრულების შემდეგ  სწავლა ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურაში გააგრძელა ოფთალმოლოგის სპეციალობით.
2003 წლიდან დღემდე მუშაობს ოფთალმოლოგიურ კლინიკა ,,მზერაში“;
2008-2010 წწ. მუშაობდა სადაზღვევო კომპანიებში: ,,ალდაგი ბისიაისა“ და ,,აისი გრუპში“;
2010-2011 წწ. მუშაობდა ,,სამედიცინო ცენტრში“ ოფთალმოლოგად.

დერმატო - ვენეროლოგია (კოსმეტოლოგია)

ირინა მშვენიერაძე

კოსმეტოლოგი 16-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 1986-1992 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედიატრიულ ფაკულტეტზე.
1997 წლიდან მიენიჭა ექიმი-ნევროპათლოგის კვალიფიკაცია.
2004 წელს გაიარა გადამზადება ბოტულინოტოქსინის ინექციების გავლენა ადამიანის
ორგანიზმამდე და გამოყენება ესთეტიკურ მედიცინაში.                                                                                    2004 წლიდან დღემდე მუშაობს ესთეტიკური მედიცინის სფეროში;
2010-2013 წწ. სერთიფიცირება გაიარა კოსმეტოლოგიაში და კონტურულ პლასტიკაში;
2015-2019 წწ. ქ.თბილისში და ქ.ბაქოში გაიარა სერთიფიცირება მეზო ძაფების
გამოყენება ესთეტიკურ მედიცინაში.

სერგო დადაშიანი

დერმატო-ვენეროლოგი

1996-2002 წწ. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი მედიცინის ფაკულტეტი. 2001 წელს თურქეთში (ანკარა) სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ჰაჩეტაპეს უნივერსიტეტში, დერმატოლოგიის განყოფილებაში.
2006 წელს მოიპოვა სახელმწიფო ლიცენზია, სერტიფიკატი დერმატო–ვენეროლოგიაში;
2009 წელს საფრანგეთში ქართული დელეგაციის წევრი იყო, გაეცნო ატოპიური
დერმატიტის მკურნალობის ახალ მიდგომებს, წარმოების პროცესს, ლაბორატორიების
პიერ ფაბერ დერმო-კოსმეტიკის სიახლეებს.                                                                                  2006-2012 წწ. მუშაობდა კანისა და ვენერიულ დაავადებებათა ,,დისპენსერი # 7-ში“;
2006-2012 წწ. იყო სამედიცინო ცენტრ ,,მედეას”  ექიმი-დერმატოლოგი;
2006-2013 წწ. მუშაობდა  სამედიცინო ცენტრი ,,MED +”-ში ექიმი-დერმატოლოგად;
2011-2012 წწ. მუშაობდა ჩაჩავას კლინიკაში;
2011 წლიდან დღემდე მუშაობს  ,,ავერსის კლინიკაში“ ექიმი-დერმატოლოგად;
2012 წლიდან დღემდე არის ,,მედპალიტის“ ექიმი-დერმატოლოგი;
2017 წლიდან დღემდე მუშაობს  ,,ნეოლაბიში“.

ენდოკრინოლოგია

ქეთევან გოგიბერიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, 29-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა:
1991-1992 წწ. მუშაობდა ნ.ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს
ენდოკრინოლოგიის განყოფილებაში – ექიმ ინტერნად.
1992-2006 წწ. იყო ენდოკრინოლოგიის კათედრის ექიმ-ლაბორანტი, ხოლო მოგვიანებით, კათედრის ასისტენტი.
2006 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის #1 დეპარტამენტის მიმართულების კათედრაზე.
2011 წლიდან დღემდე არის შპს ,,#5 კლინიკური საავადმყოფოს” ექიმი ენდოკრინოლოგი.

ექოსკოპია

გერმანე ლომთათიძე

მედიცინის აკადემიური დოქტორი, 66 სამეცნიერო სტატიის ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (1974-1981წწ.) ტრანსეზოფაგული ექოსკოპიის კურსი გაიარა გერმანიაში, ბადკროცინგენში.                                                                                                                    1985-1990წწ. მუშაობდა თერაპიის ეროვნული ცენტრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად;                                                                                                            1990-2011 წწ. იყო თერაპიის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;                                                                                                                        1998 წლიდან დღემდე კი გ.ჩაფიძის  სახელობის გადაუდებელი  კარდიოლოგიის ცენტრის ექოკარდიოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელია. თანამშრომლობს აგრეთვე კლინიკა “კურაციოსთან” მოწვეულ სპეციალისტად კარდიოლოგიასა და რადიოლოგიაში.

მარიამ გოგოლიძე

ექიმი რადიოლოგი

                     თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის დასრულების შემდეგ (ექთნის                           სპეციალობით), სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.                             2005-2010 წწ. იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი;                                 2010-2011 წწ. მუშაობდა სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ საინფორმაციო სამსახურის               ოპერატორად;                                                                                                                                                                       2013-2014 წწ. იყო დასაზღვევო კომპნია ,,აი სი ჯგუფის“ ოჯახის ექიმის ასისტენტი;                             2015-2017 წწ. მუშაობდა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური                ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ექოსკოპისტად;                                                                                               2017 წელს იყო სამედიცინო ცენტრი ,,ლანცეტის” ექიმ- ექოსკოპისტი;                                                       2017 წელს მუშაობდა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმ-ექოსკოპისტად;                             2018 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო ცენტრში ,,ვივამედი” ექიმ- რადიოლოგად.

ka_GEქართული