პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა

🦷 კბილების პროფესიული წმენდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუსდაავადებების (კარიესი, გინგივიტი, პაროდონტიტი და ა.შ.) პროფილაქტიკაში.   პროფესიული ჰიგიენის პროცედურის რეგულარული ჩატარება პირის ღრუს უნარჩუნებსსიჯანსაღეს და ამცირებს კბილებისა და ღრძილების დაავადებების განვითარების რისკს.            

▸ კბილების წმენდა ულტრაბგერით:სქეილერის აპარატის მეშვეობით ხდება კბილებიდან მაგარი ნადების(ქვების) მოშორება.    ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებს, რომლებიც კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. 

▸ კბილების წმენდა Air-Flow სისტემითეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ და პიგმენტურ ნადებს.         წნევის ქვეშ ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნის აბრაზიულ ჭავლს, რომელიც მარტივად აშორებს ნადებს, ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილებს უბრუნდება ბუნებრივი სითეთრე და ბზინვარება.

↪ კბილების პროფესიული ჰიგიენის ჩატარების ინტენსიობა: 

✓ წელიწადში ორჯერ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად 

✓ 3 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას 

✓ ტრიმესტრში ერთხელ – ორსულობისას (სქეილერის აპარატის გარეშე)

  📍 დიდგორის ქ. 30ა

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GEქართული