სპირომეტრია

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დიაგნოსტიკა – სპირომეტრია, კვლევის ბაზისური და ეფექტური მეთოდია. იგი მოიცავს ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას როგორც ფორსირებული, ისე მშვიდი სუნთქვის დროს. აგრეთვე კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციების რესპირატორული გამოვლინებებისას. სპირომეტრიის ჩვენებები :

⓵ ხველა და/ან ნახველი

⓶ სუნთვის დარღვევები: დისპნოე, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა და სხვა

⓷ ამოსუნთქვისა და/ან ჩასუნთქვის გაძნელება

⓸ რისკის ფაქტორები როგორიცაა მწეველობა (სხვა მავნე ჩვევები), გენეტიკური და პროფესიული ფაქტორები

⓹ ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელ გართულებათა რისკის შეფასება

⓺ ბრონქო-პულმონური დაავადებების მართვა, სიმძიმის შეფასება

⓻ მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი

კვლევა მარტივი და უსაფრთხოაძირითადი პარამეტრებია:

FVC – ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა; – ჰაერის მაქსიმალური მოცულობა ფორსირებული ამოსუნთქვის დროს მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ.

ნორმალური ფილტვი ჰაერს 4-6 წამში ამოისუნთქავს

FEV1 – ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა პირველ წამში◦ FEV1/ FVC – ტიფნოს ინდექსი, მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ავლენს სასუნთქი გზების გამავლობის შემცირებას (ობსტრუქციას)✆

დაგვიკავშირდით: 𝟬𝟯𝟮 𝟮 𝟱𝟬-𝟭𝟬-𝟱𝟬📍 დიდგორის ქ. 30ა

ka_GEქართული